სერია A-ს 27-ე ტურში, ერთმანეთს პირველი ოთხეულის გუნდები დაუპირისპირდნენ. ორივე მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა და ორივე მათგანში თითო გოლი გავიდა.
ქვეყნის მოქმედი და სავარაუდოდ მომავალი ჩემპიონი „იუვენტუსი“ მეოთხეადგილოსან „ფიორენტინას“ მასპინძლობდა. ტურინელები, პირველ ტაიმში, დიდ ურაპიტესობას ფლობდნენ, მაგრამ კონტეს შეგირდებმა მხოლოდ ერთი გოლი იკმარეს. 42-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, კვადვო ასამოა საჯარიმოში შეიჭრა, რასაც დარტყმა და ლამაზი გოლი მოჰყვა. ცნობისთვის, „იუვენტუსმა“, სერია A-ში, „ფიორენტინასთან“ გამართულ ზედიზედ 28-ე საშინაო თამაშში გაიტანა. უკანასკნელად ტურინელებმა ფლორენციელთა კარის აღება 1981 წლის ნოემბერში ვერ მოახერხეს.
„ფიორენტინა“ მე-2 ტაიმში გააქტიურდა, მაგრამ ვინჩენცო მონტელას გუნდმა გოლის გატანა ვერ მოახერხა და ბოლო 4 მატჩიდან მე-3 წააგო.
ამ მოგების შემდეგ, „იუვენტუსი“ გახდა სერია A-ს ისტორიაში მე-2 გუნდი, რომელსაც 27 ტურის შემდეგ 23 მოგება აქვს. აქამდე ეს მიღწევა მხოლოდ „ინტერს“ ჰქონდა, რომელმაც პირველ 27 ტურში 23 თამაში 2006-07 წლების სეზონში მოიგო. „ბებერი ქალბატონი“ კიდევ ერთ სარეკორდო მაჩვენებელს გაუტოლდა - ტურინელებმა გათამაშების საწყისი 14 საშინაო თამაში მოიგეს და ასევე ტურინული „ტორინოს“ შედეგი გაიმეორეს. იმასაც აღვნიშნავთ, რომ „იუვემ“, მიმდინარე სეზონში, ანგარიშით 1:0 მეექვსედ, ხოლო სერია A-ს ისტორიაში 333-ედ ითამაშა. ორივე ეს შედეგი სარეკორდოა.
„ფიორენტინასთან“ მოგებით, „იუვენტუსმა“ მდევარ „რომასთან“ სხვაობა 3 ქულით გაზარდა. დედაქალაქელები, ტურის ბოლო მატჩში, მე-3 ადგილზე მყოფ „ნაპოლის“ სტუმრობდნენ. რომაელები უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ ერთადერთი გოლი მაინც მათ კარში გავიდა. 81-ე წუთზე, გულამის ფლანგური გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით კალიეხონმა გაიტანა. შედეგად, „ნაპოლისა“ და „რომას“ შორის სხვაობა 3 ქულამდე შემცირდა.
0:1 წააგო მეორე რომაულმა გუნდმაც, ოღონდ უფრო სუსტ მეტოქესთან და თან, საკუთარ მოედანზე. „ლაციო“ უქულოდ „ატალანტასთან“ დარჩა, რომელმაც „ბიანკოჩელესტის“ სეზონის მე-2 თამაშიც მოუგო. „ოლიმპიკოზე“ გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე გავიდა, როდესაც მაქსი მორალესმა ახლო მანძილიდან დაარტყა.
წაუგებელ მატჩთა სერია ხუთამდე გაზარდა „ინტერმა“, რომელმაც, ზედიზედ 2 ფრის შემდეგ, „ტორინოსთან“ მოიგო. მილანელებმაც ერთი ბურთი იკმარეს, რომელიც 30-ე წუთზე, როდრიგო პალასიომ ეფექტური თავურით გაიტანა.
1996 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „სამპდორიამ“ პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით წააგო, მაგრამ გენუელები მაინც მოგებულნი დარჩნენ. „ლივორნოსთან“ გამართული დაპირისპირების შესვენებამდე, „სამპდორიამ“ 2 გოლი იბრაჰიმა მბაიესგან გაუშვა, მაგრამ მე-2 ნახევარში მიხაილოვიჩის შეგირდებმა მეტოქეს 4 უპასუხო ბურთ გაუტანეს.
იუვენტუსი-ფიორენტინა 1:0 (1:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი” 38000
იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ოგბონა, კიელინი, მარკიზიო (პადოინი 88), ლიხტშტაინერი (კასერესი 79), ვიდალი, პოგბა, ასამოა, ტევესი (ისლა 82), ლიორენტე.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, დიაკიტე, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, აკვილანი, პისარო (ვოლსკი 65), ანდერსონი (ფერნანდესი 57), კუადრადო, გომესი (რიდერი 77), ვარგასი.
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
გოლი: 1:0 ასამოა (42).
გაფრთხილებები: ვიდალი 12, ასამოა 90+1 - რიდერი 81, სავიჩი 85, აკვილანი 87, როდრიგესი 90+2.
მსაჯი: დანიელე ორსატო.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 13 (2)-11 (0), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 0-1, ჯარიმა: 13-13.
ლაციო-ატალანტა 0:1 (0:0)
რომი, “ოლიმპიკო” 33000
ლაციო (4-3-3): მარკეტი, კონკო, ბიავა, კანა (პერეა 77), რადუ, გონსალესი, ბილია, ონაზი (ლულიჩი 46), კანდრევა, კლოზე (სიანი 86), კეიტა.
მწვრთნელი: ედოარდო რეია.
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, ბენალუანე, სტენდარდო (ლუკინი 79), იეპესი, ბრივიო, ესტიგარიბია, კარმონა, ბაზელი (მილიაჩო 71), ბონავენტურა, მორალესი (რაიმონდი 85), დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
გოლი: 0:1 მორალესი (60).
გაფრთხილებები: კეიტა 39, კანდრევა 40 - კონსილი 85.
გაძევება: კანდრევა 64.
მსაჯი: სებასტიანო პერუცო.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 15 (4)-11 (5), კუთხური: 10-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-4, ჯარიმა: 15-12.
კიევო-ჯენოა 2:1 (1:0)
ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 11000
კიევო (4-3-1-2): აგაცი, ფრეი, ბერნარდინი, კანინი, რუბინი, გუანა (რადოვანოვიჩი 37), რიგონი, გუარენტე (კლაიტონი 77), ჰეტემაი, პალოსკი, სტოიანი (ლაზარევიჩი 70).
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
ვერონა (3-4-3): პერინი, ანტონინი (კოფიე 46), დე მაიო, მარკეზე, მოტა, კაბრალი (სენტურიონი 46), სტურარო, დე ჩელიე, კონატე (კალაიო 67), ჯილარდინო, ფეტფაციდისი.
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
გოლები: 1:0 პალოსკი (5, პენ), 1:1 ჯილარდინო (88), 2:1 პალოსკი (90+3).
გაფრთხილებები: კანინი 79, კლაიტონი 86 - კონატე 5, დემაიო 27, კოფიე 72, მოტა 90+2.
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი.
ბურთის ფლობა: 36%-64%, დარტყმა: 17 (5)-19 (6), კუთხური: 6-10, თამაშგარე: 2-4, სეივი: 5-3, ჯარიმა: 17-20.
პარმა-ვერონა 2:0 (1:0)
პარმა, “ენიო ტარდინი” 12000
პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, პალეტა, ლუკარელი, გობი (მოლინარო 70), გარგანო, მარკიონი (აკვა 83), პაროლო, ბიაბიანი, კასანო, პალადინო (სკელოტო 63).
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე, მორასი, მაიეტა, აგოსტინი, რომულო, სირილიანო (დონადელი 56), მარკინიო (ტალები 81), იტურბე, ტონი, იანკოვიჩი (სალა 64).
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.
გოლები: 1:0 ბიაბიანი (20), 2:0 სკელოტო (90+2).
გაფრთხილებები: გობი 21, ლუკარელი 57, პალეტა 71 - სირილიანო 55, სალა 74.
მსაჯი: ანდრეა დე მარკო.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 17 (6)-11 (3), კუთხური: 8-5, თამაშგარე: 1-3, სეივი: 3-4, ჯარიმა: 15-14.
სამპდორია-ლივორნო 4:2 (0:2)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 19108
სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, დე სილვესტრი (ფორნასიერი 46), მუსტაფი, გასტალდელო, რეჯინი, ობიანგი (კრსტიჩიჩი 46), პალომბო, გაბიადინი, ედერი, სორიანო, ოკაკა (ლოპესი 78).
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.
ლივორნო (4-1-3-2): ბარდი, მბაიე, ჩეკერინი (კოდა 58), კასტელინი (პიჩინი 81), მესბა, ემერსონი, ბენასი, ბიაჯანტი (ემეგარა 70), გრეკო, პაულინიო, ბელფოდილი.
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო.
გოლები: 0:1 მბაიე (19), 0:2 მბაიე (27), 1:2 კრსტიჩიჩი (49), 2:2 ჩეკერინი (53, ს.კ.), 3:2 ოკაკა (68), 4:2 გაბიადინი (75).
გაფრთხილებები: დე სილვესტრი 36, სორიანო 73 - ბიაჯანტი 23, გრეკო 54, ბარდი 75.
მსაჯი: პიერო ჯაკომელი.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 18 (7)-15 (6), კუთხური: 12-4, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-3, ჯარიმა: 21-14.
ბოლონია-სასუოლო 0:0
ბოლონია, “რენატო დალ არა” 22000
ბოლონია (3-4-1-2): კურჩი, ანტონსონი, ნატალი, ჩერუბინი, კრესპო, კრინი, ხრისტოდულოპულოსი (ჩეხი 90+1), მანტოვანი, პერესი, იბსონი (პაპონი 77), ბიანკი (აკვაფრესკა 63).
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.
სასუოლო (4-3-3): პეგოლო, მენდესი, ანტეი (ლონგი 68), კანავარო, არიაუდო, ჩიბსა, მანიანელი, მისიროლი (ბიონდინი 78), სანსონე, ფლოკარი, ფლორო (ფარიასი 70).
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.
გაფრთხილებები: პაპონი 90+4 - ანტეი 40, მენდესი 76.
მსაჯი: მარკო გვიდა.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 9 (4)-12 (3), კუთხური: 1-2, თამაშგარე: 1-0, სეივი: 3-4, ჯარიმა: 23-17.
ინტერი-ტორინო 1:0 (1:0)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა” 46000
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი, კამპანიარო (ანდრეოლი 76), რანოკია, როლანდუ, ჟონათანი, გუარინი (კოვაჩიჩი 69), ერნანესი, ნაგატომო, კამბიასო, იკარდი (ტაიდერი 90), პალასიო.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
ტორინო (3-4-1-2): პადელი, დარმიანი, როდრიგესი, მორეტი, ვესოვიჩი, ბაშა (მეჯორინი 85), კურტიჩი (ელ კადური 58), ფარნერუდი, ვივესი (ტაჩციდისი 66), ჩერჩი, იმობილე.
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
გოლი: 1:0 პალასიო (30).
გაფრთხილებები: ვივესი 54, ტაჩციდისი 77, დარმიანი 86, მორეტი 90+3.
მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 15 (3)-6 (2), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-2, ჯარიმა: 8-15.
ნაპოლი-რომა 1:0 (0:0)
ნეაპოლი, “სან პაოლო” 42000
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, გულამი, ჯემაილი (ენრიკე 61), ინლერი, კალიეხონი (პანდევი 85), ჰამშიკი (ინსინიე 73), მერტენსი, იგუაინი.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
რომა (4-2-3-1): დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, რომანიოლი (დესტრო 85), პიანიჩი, სტროოტმანი (ტადეი 14), ნაინგოლანი, ფლორენცი (ლიაიჩი 75), ჟერვინიო, ბასტოსი.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლი: 1:0 კალიეხონი (81).
გაფრთხილებები: კალიეხონი 34 - მაიკონი 33, ტადეი 84.
მსაჯი: ჯანლუკა როკი.
ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 13 (4)-12 (6), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 3-4, სეივი: 6-3, ჯარიმა: 12-6.





