სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც ბულგარეთის ქალაქი პლოვდივი მასპინძლობს, ქართველი მოჭადრაკეებისთვის წარუმატებლად მიმდინარეობს.
ქალთა ტურნირის 4 ტურის თავზე ნონა გაფრინდაშვილს (2329) და თამარ ხმიადაშვილს (21248) 2-2 ქულა გააჩნიათ და შესაბამისად, მეცხრე-მეათე ადგილები უკავიათ, მარგალიტა თანდაშვილი კი 1.0 ქულით 19 მონაწილეს შორის მე-17 პოზიციაზეა.
აღსანიშნავია, რომ გასულ ტურში სამივე ქართველი მონაწილე შავი ფიგურებით თამაშობდა და სამივემ მარცხი განიცადა. მეოთხე ტურში ქართველები თეთრებით გაირჯებიან,
გაფრინდაშვილი ებრაელ ციფანსკაიას (2095) ეთამაშება, ხმიადაშვილი რუს აბრამიანს (1852), ხოლო თანდაშვილი – ბულგარელ საფარევას (1651).
4 ტურის თავზე ევროპირველობას მაქსიმალური შედეგით ბულგარელი მარგარიტა ვოისკა (2289) ლიდერობს, რომელიც უახლოეს მდევრებს ქულით უსწრებს.
პლოვდივში მიმდინარე ევროპის რიგით მე-13 ჩემპიონატი 6 ქვეყნის 19 მონაწილეს შორის შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 22 მარტამდე გასტანს.







