ჭადრაკი

16:07 | 24.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მე-5 ტური წარმატებული გამოდგა ქართველი მოჭადრაკეებისთვის. თეთრი ფიგურებით მოთამაშე თამაზ გელაშვილმა (2605) ფილიპინელ ემანუელ სენადორს (2393) სძლია, მერაბ გაგუნაშვილმა (2596) კი შავებით კიდევ ერთ მასპინძელ ჰარიდას პასკუას (2368) მოუგო.
შედეგად, ქართველ მოჭადრაკეებს 4.0-4.0 ქულა მოუგროვდათ და უზბეკ ლიდერ ანტონ ფილიპოვთან (2609) ნახევარქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნეს. დამატებითი მაჩვენებლებით, გელაშვილი მე-3 ადგილზეა, გაგუნაშვილი კი მეოთხეზე.
მე-6 ტურში ცენტრალური ფილიპოვისა და გელაშვილის პარტია იქნება, სადაც თეთრებით უზბეკი გაირჯება, გაგუნაშვილი კი თეთრი ფიგურებით ტურნირზე უმაღლესი რეიტინგის (2619) მქონე ყაზახ მურტას კაშგალიევს ეთამაშება.  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17054