ჭადრაკი

21:56 | 21.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერობაში იფანს ვენჟუნი შეუამხანაგდა

 

ლოპოტაში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა გრანპრის მე-5 ეტაპზე მე-3 ტურის პარტიები გათამაშდა. ქართველი მოჭადრაკეებიდან პირველი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკემ ქალთა შორის, ნანა ძაგნიძემ, რომელმაც უზბეკეთის წარმომადგენელი ნაფისა მუმინოვა დაამარცხა. სამწუხაროდ, წარუმატებლად თამაშობს გრანპრის გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი ბელა ხოტენაშვილი, რომელმაც ზედიზედ მე-2 შეხვედრა წააგო და აუტსაიდერთა შორის იმყოფება. ბელა ამჯერად ჟუ ვენჟუნის დანებდა, რომელმაც ისარგებლა ასპარეზობის ლიდერ ჰოუ იფანის ყაიმით, ლიდერთან ერთად 2 ქულა დააგროვა და ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

თავის მხრივ, იფანი გრანპრის ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერ ჰამპი კონერუს დაუზავდა.

მე-3 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

ჰოუ იფანი - ჰამპი კონერუ 0.5-0.5

ჟაო ქსიუ - ანტოანეტა სტეფანოვა 1-0

ვენჟუნი - ბელა ხოტენაშვილი 1-0

ნანა ძაგნიძე - ნაფისა მუმინოვა 1-0

ჰარიკა დრონოვალი - ელინა დანიელიანი 0.5-0.5

ანა მუზიჩუკი - ალექსანდრა კოსტენიუკი 1-0

 

სატურნირო მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ

1-2 იფანი, ვენჟუნი (2.5-2.5)

3-7 კონერუ, დრონოვალი, ქსიუ, ძაგნიძე, მუზიჩუკი (2.0-2.0)

8 დანიელიანი (1ქულა)

9-12 სტეფანოვა, ხოტენაშვილი, მუმინოვა, კოსტენიუკი (0.5-0.5)

მე-4 ტურის შეხვედრათა განრიგი

სტეფანოვა – კოსტენიუკი

დანიელიანი - მუზიჩუკი

მუმინოვა - დრონოვალი

ხოტენაშვილი-ძაგნიძე

კონერუ-ვენჟუნი

ქსიუ-იფანი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090709