დასასრულს მიუახლოვდა 20-წლამდე გოგონათა და ვაჟთა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში, რომელსაც ქუთაისი მასპინძლობს. დღეს მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა.
პოზიციებს არ თმობენ ტურნირის ლიდერები. ვაჟთა შორის მორიგი შეხვედრა მოიგო ერთპიროვნულმა ლიდერმა დავით ბენიძემ, რომელმაც 6 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი შეინარჩუნა.
ერთპიროვნულ ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება დავით ლომსაძე. 4,5-4,5 ქულით, III-IV ადგილებს ბექა აზალაძე და მამუკა ქოჩაკიძე ინაწილებენ, რომლებიც პირველ ადგილზე გასვლის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებენ.
ვაჟების მსგავსად, პოზიციებს არც გოგონათა ტურნირის ლიდერები თმობენ. მორიგი გამარჯვების შემდეგ, 6-6 ქულით, I-II ადგილებს ქეთი წაწალაშვილი და მერი არაბიძე ინაწილებენ. 5 ქულით, მე-3 ადგილზე ანა შამათავა იმყოფება.
მე-7 ტურის ტექნიკური შედეგები ლიდერთა მონაწილეობით
ვაჟები
დავით ბენიძე (5 ქულა) – მერაბ ცომაია (3,5) 1:0
დავით ლომსაძე (4,5) – ტატო ქოჩაკიძე (4) 1:0
ირაკლი ჯანიაშვილი (4) – მამუკა ქოჩაკიძე (3,5) 0:1
ნინო ხომერიკი (3,5) – ბექა აბულაძე (3,5) 0:1
გოგონები
ქეთი წაწალაშვილი (5) – ადა ქაქუთია (3,5) 1:0
მერი არაბიძე (5) – მარიამ ჭოლაძე (3) 1:0
ანა შამათავა (4) – სალომჯე ხაჟომია (4) 1:0
მე-8 ტურის შეხვედრათა განრიგი ლიდერთა მონაწილეობით
ვაჟები
მამუკა ქოჩაკიძე (4,5) – დავით ბენიძე (6)
გიორგი სიბაშვილი (4) – დავით ლომსაძე (5,5)
ბექა ახალაძე (4,5) – გიორგი ცხადაძე (4)
გოგონები
ქეთი წაწალაშვილი (6) – თეკლა ფარჯიანი (3,5)
მერი არაბიძე (6) – ანა თედოშვილი (3)
ანა შამათავა (5) – მარიამ წულაია (3)
როლანდ ლაბუჩიძე







