ჭადრაკი

2:27 | 13.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერი უცვლელია, ქართველები ათეულთან “ტრიალებენ”

ბაქოს საჭადრაკო ტურნირზე ქართველ დიდოსტატთაგან საუკეთესო მაჩვენებელი მიხეილ მჭედლიშვილს (2618), თორნიკე სანიკიძესა (2525) და დავით მაღალაშვილს (2463) გააჩნიათ. მათ აქტივში 4.5-4.5 ქულაა და შესაბამისად, მეათე, მეცამეტე და მეჩვიდმეტე ადგილებზე იმყოფებიან.
აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის (საპრიზო ფონდი 50 ათასი ევრო) სათავეში კვლავაც ბელორუსი სერგეი ჟიგალკო (2689) რჩება, რომლის მონაგარიც 6,.0 ქულაა, მისი უახლოესი მდევარი კი რუსი ევგენი რომანოვი (2624) გახლავთ 5.5 ქულით.
ბაქოში მოთამაშე სხვა ქართველი მოჭადრაკეების მდგომარეობა ასეთია: 28. მერაბ გაგუნაშვილი (2588) – 4.0; 39. გაიოზ ნიგალიძე (2448) – 3.5; 45. გიგა ყუფარაძე (2467) – 3.0; 55. სალომე მელია (2437) – 3.0; 61. ბაჩანა მორჩიაშვილი (2376) – 2.5;
მერვე ტურში ჟიგალკოსა და აზერბაიჯანელი მამედიაროვის (2765, 5.0 ქულა) პარტია ცენტრალური იქნება, ჩვენს ინტერესს კი ორი ქართული დაპირისპირება იწვევს. ერთმანეთის პირისპირ მჭედლიშვილი-სანიკიძე და გაგუნაშვილი-მაღალაშვილი დასხდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163075