თურქეთის ქალაქ ჩანაკალეში გრძელდება საჭადრაკო ფესტივალი, რომელსაც ეს ქალაქი უკვე მეთვრამეტედ მასპინძლობს.
ტურნირზე 6 ტური მიილია, 5.5 ქულით კი სამი მოჭადრაკე ლიდერობს – აზერბაიჯანელი ორხან აბდულოვი (2295) და ქართველები – დავით მაღალაშვილი (2465) და ბაჩანა მორჩიაშვილი (2363).
5 ქულით შესაბამისად მე-5 და მე-9 ადგილებზე იმყოფებიან გიორგი გამზარდია (2188) და დავით ბენიძე (2508), დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა კი ასეთია: 11. ლევან ბრეგაძე (2413) – 4.5; 14. ზურაბ ჯავახაძე (2354) – 4.5; 15. ნინო ხურციძე (2443) – 4.5; 76. ლევან ნაცვლიშვილი – 3;
მე-7 ტურში ცენტრალური მორჩიაშვილისა და აბდულოვის დაპირისპირება იქნება, სხვა პარტიებიდან კი ბენიძისა და მაღალაშვილის ქართული დუელი უნდა გამოვარჩიოთ.
ჩანაკალეს ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს და 15 აგვისტოს დასრულდება, გამარჯვებული კი საპრიზო 8 250 თურქული ლირადან 2 ათასს მიიღებს.




