ჭადრაკი

14:05 | 25.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერებში ქართველები არ სჩანან

საბერძნეთის ქალაქ პალეოჰორაში მინდინარე 3rd International Paleochora Open 2010-ის 4 ტურის თავზე მაქსიმალური შედეგით ხუთი მოჭადრაკე დაწინაურდა, რომელთა შორის ქართველები არ იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ელადაში ხუთი ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთაგან საუკეთესო შედეგი – 3.5 ქულა მალხაზ სულაშვილსა (2498) და ნინო ბაციაშვილს (2383) გააჩნიათ. ისინი, შესაბამისად, მე-15 და მე-18 ადგილებზე არიან.
3.0 ქულით 25-ე პოზიცია უკავია ალექსანდრა ვახანიას (2199), ასეთივე შედეგის მქონე ბელა ხოტენაშვილი (2423) და ანა გავაშელი (2168) კი შესაბამისად, 38-ე და 54-ე ადგილებზე იმყოფებიან.
ბერძნულ ტურნირში სულ 237 მოჭადრაკე ირჯება და ის 9 ტურად მიმდინარეობს. საპრიზო ფონდი 8 300 ევროა, საიდანაც გამარჯვებულს 2 200 ევრო ერგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167017