ჭადრაკი

15:38 | 18.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერებს ჩამორჩნენ

სენიორებს შორის საჭადრაკო მსოფლიოს ჩემპიონატის სამი ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით წინ რუსები – ლუდმილა საუნინა (2274) და სვეტლანა მიედნიკოვა (2165) გაიჭრნენ, ქართველები კი ლიდერებს მცირედით ჩამორჩნენ.
ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ნონა გაფრინდაშვილი (2360) თეთრი ფიგურებით ინდოელ სატე ტიპსეის (2152) დაუზავდა და 2.5 ქულით მესამეა. 2-2 ქულით, შესაბამისად, მეშვიდე და მეათე ადგილები უკავიათ თამარ ხმიადაშვილსა (2166) და ნინო მელაშვილს (2106). პირველი შავებით ხსენებულ მიედნიკოვასთან დამარცხდა, მეორე კი თეთრებით კიდევ ერთ რუს ელენა ფატალიბეკოვას (2285) დაუზავდა.
მეოთხე ტურში გაფრინდაშვილი შავი ფიგურებით გალინა სტრუტინსკაიას (რუსეთი, 2277) ეთამაშება, ასევე შავებით ტატიანა ფომინას (ესტონეთი, 2215) გაეჯიბრება მელაშვილი, ხოლო ხმიადაშვილი თეთრი ფიგურებით ლუბა კუზნეცოვას (რუსეთი, 2087) დამარცხებას ეცდება.
11 ტურად მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 15 ათასი ევროა, რომელიც ძალიან უცნაურადაა გადანაწილებული: ვაჟთა ტურნირისთვის 12 ათასია გამოყოფილი, ქალებისთვის კი – 3 ათასი. შესაბამისად, თუკი ვაჟებში ჩემპიონი 2 100 ევროთი დაჯილდოვდება, ქალებში უძლიერესს 800 ევროთი დაკმაყოფილება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09717