ჭადრაკი

16:29 | 23.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერებს ჩამორჩებიან

ლიტვის ქალაქ კაუნასში გრძელდება 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი სენიორთა შორის. ქართული საჭადრაკო დელეგაცია მხოლოდ ქალთა ტურნირზეა წარდგენილი. ლიტვაში ნონა გაფრინდაშვილი (2356), ნინო მელაშვილი (2168) და თამარ ხმიადაშვილი (2133).
გაფრინდაშვილს პირველი რეიტინგი გააჩნია, თუმცა, ჯერჯერობით ლიდერებს ჩამორჩება. მას 6 ტურის თავზე 3.5 ქულა აქვს და მეშვიდეა. 4.0 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება მელაშვილი, ხმიადაშვილი 3.5 ქულით მეათეა, ხოლო ლიდერები ესტონელი ტატიანა ფომინა (2189) და რუსი სვეტლანა მიედნიკოვა (2177) არიან. მათ აქტივში 4.5-4.5 ქულაა.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატი 9 ტურად მიმდინარეობს და 26 აგვისტოს დასრულდება, ტურნირის გამარჯვებული კი ოქროს მედალთან ერთად 1700 ევროს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088819