ჭადრაკი

3:01 | 28.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერები გამოიკვეთნენ

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე 20-წლამდე გოგონებსა და ბიჭებს შორის 3 ტური მიილია და ლიდერებიც გამოიკვეთნენ.
ვაჟთა ტურნირში ქულათა მაქსიმუმით გიორგი ნიკოლაშვილი და ზურაბ ჯავახაძე დაწინაურდნენ, რომლებიც მე-4 ტურში ერთმანეთს დაპირისპირდებიან.
გოგონათა პირველობაზე 2.5 ქულით წინ 3 მოჭადრაკე გაიჭრა: ნანი უნაფქოშვილი, ანა შამათავა (დღეს, ისინი ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან) და ანა კუჭავა.
შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა პირველობა ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად მიმდინარეობს და მისი გამარჯვებულები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს მიიღებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089975