ძიუდო

10:18 | 12.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლევან წიკლაური ყველაზე მაღალრეიტინგიანი ქართველია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგ-სია გამოაქვეყნა, რომელშიც დიუსელდორფის დიდი პრიზისა და პრაღის მსოფლიოს თასის შედეგებია გათვალისწინებული. ოციოდ დღის წინ, მოწინავე ათეულში საქართველოს ნაკრების სამი კანდიდატი შედიოდა, ამჯერად ორმა მათგანმა მეთერთმეტე ადგილზე ჩაინაცვლა, მაგრამ ამის მიუხედავად, საერთო ჯამში ქართველებისთვის ახალი რეიტინგი წარუმატებელი მაინც არაა. ყველაზე მაღალ საფეხურზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან წიკლაური დგას. მან უახლეს რეიტინგში მეათედან მერვე ადგილამდე აინაცვლა.
60 კილოგრამში დავით ასუმბანი ათეულს ერთი პოზიციით ჩამოსცდა. თბილისისა და პარიზის ტურნირების მომგები ძიუდოისტი დიუსელდორფის ტატამზე არ გასულა, პრაღაში კი წონა არ დაიკლო და 66-ში მოსინჯა ძალა. უმნიშვნელო დაღმასვლის მიზეზიც სწორედ ეს “უქმობა” გახდა. უმსუბუქეს წონაში, ამირან პაპინაშვილი კვლავ მე-17 ადგილზეა. დიდი ცვლილებები არც სხვა ქართველებს შეხებიათ, თუ პაატა მერებაშვილის 5 პოზიციით დაწინაურებას და მე-60 ადგილამდე აწევას არ ვახსენებთ.
ყველაზე დაბალი რეიტინგი საქართველოს ნაკრების კანდიდატებს ისევ 66 და 73 კილოგრამებში აქვთ. ამ წონებში მოჭიდავეებმა ვერც ბოლო ორ ტურნირზე იყოჩაღეს და ისევ ოცეულს მიღმა რჩებიან. 66-ში შალვა ქარდავა 26-ე საფეხურზეა, ხოლო 73-ში ზაზა კედელაშვილი 28-ზე. საერთაშორისო ტატამს რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა თენგიზ პაპოშვილი (73 კგ). მართალია, არ გაუბრწყინია, მაგრამ 71-ე ადგილიდან 15 საფეხურით წინ წაწევა მაინც მოახერხა.
81 კილოგრამში ხვიჩა ხუციშვილი ისევ 25-ე პოზიციაზეა. ამ წონაში იოსებ წელაური და დავით კარბელაშვილი 70-ეულში შევიდნენ. წლების წინანდელი საქართველოს ნაკრების ლიდერი გიორგი ბაინდურაშვილი ტრავმის გამო ჯერაც იძულებით უქმობს და შედეგად, ბოლო რეიტინგში კიდევ 40 ადგილით დაქვეითდა.
90-ში ვარლამ ლიპარტელიანმა თხუთმეტეულში შეაბიჯა, რაშიც პრაღის მსოფლიოს თასის ჩემპიონობისთვის მიღებული 100 ქულა დაეხმარა. 100-ში ლევან ჟორჟოლიანმა 4 სარეიტინგო ქულა და 1 პოზიცია დაკარგა, +100-ში კი ნაკრების კანდიდატთაგან ყველაზე მაღლა კვლავ ზვიად ხანჯალიაშვილი დგას. იგი მე-17 ადგილზეა, ხოლო ადამ ოქრუაშვილი ოცეულის ფსკერზე იმყოფება.
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ რეიტინგში ისევ გამოჩნდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური. მართალია 3 საერთაშორისო ტურნირიდან ვერც ერთზე ვერ შეძლო მედლის მოპოვება, მაგრამ 36 სარეიტინგო ქულა მაინც დააგროვა და ამჟამად 100 კილოგრამში 73-ე ადგილზეა.
აქვე შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულს და რეიტინგში მოხსენიებულ ქართველთა სიას გთავაზობთ.


60 კგ
1 გიორგი ზანთარაია (უკრაინა) - 1082
2 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია) - 1060
2 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი) - 922
4 მასააკი ფუკუოკა (იაპონია) - 720
5 ლუდვიგ პაიშერი (ავსტრია) - 712
11 დავით ასუმბანი - 400
17 ამირან პაპინაშვილი - 282
23 ნესტორ ხერგიანი - 216
38 ბეთქილ შუკვანი - 116
60 პაატა მერებაშვილი - 64
67 ლევან ჩუბინიძე - 50
93 სოსო ნიჟარაძე - 28

66 კგ
1 ცაგაანბაატარ ხაშბაატარი(მონღოლეთი) - 1316
2 სანიასურენ მიარაგჩა (მონღოლეთი) - 912
3 ალიმ გადანოვი (რუსეთი) - 812
4 სუგოი ურიარტე (ესპანეთი) - 784
5 მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი) - 660
26 შალვა ქარდავა - 192
66 ზაზა კედელაშვილი - 60
81 მიხეილ ხომიზური - 44
101 ნესტორ ხერგიანი - 20
109 სანდრო იაკობაშვილი - 26
109 გიორგი ფერსაშვილი - 26
146 მინდია ხომიზური - 8

73 კგ
1 კი-ჩუნ ვანი (სამხრეთ კორეა) - 1630
2 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია) - 1064
3 გუი-მან ბანგი (სამხრეთ კორეა) - 980
4 მანსურ ისაევი (რუსეთი) - 770
5 იასუჰირო ავანო (იაპონია) - 532
28 ზაზა კედელაშვილი - 170
56 თენგიზ პაპოშვილი - 56
65 დავით ქევხიშვილი - 60
65 დავით კუპრაშვილი - 60
77 მიხეილ ხომიზური - 50
137 დავით კობერიძე - 12
197 ამბაკო ავალიანი - 4

81 კგ
1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა) - 1250
2 ივან ნიფონტოვი (რუსეთი) - 1080
3 სერგეი შუნძიკაუ (ბელარუსი) - 690
4 იან ბარტონი (ბრიტანეთი) - 638
5 დაე-ნამ სონგი (სამხრეთ კორეა) - 590
8 ლევან წიკლაური - 462
25 ხვიჩა ხუციშვილი - 214
65 იოსებ წელაური - 56
68 დავით კარბელაშვილი - 52
103 გრიგოლ შინჯიკაშვილი - 26
127 საბა გავაშელიშვილი - 14
129 დავით ჭაბუკაშვილი - 12
166 გიორგი ბაინდურაშვილი - 4

90 კგ
1 ტაკაში ონო (იაპონია) - 1450
2 კირილ დენისოვი (რუსეთი) - 920
3 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი) - 860
4 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა) - 716
5 ჰეშამ მესბაჰი (ეგვიპტე) - 700
15 ვარლამ ლიპარტელიანი - 328
31 მინდია ბოდაველი - 158
45 ზვიად გოგოჭური - 82
56 გრიგოლ მამრიკიშვილი - 70
66 საბა გავაშელიშვილი - 52
106 ლაშა გურული - 16

100 კგ
1 ტაკამასა ანაი (იაპონია) - 1266
2 ჰი-ტაე ჰვანი (სამხრეთ კორეა) - 1048
3 ელკო ფან დერ ხესტი (ჰოლანდია) - 960
4 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი) - 876
5 რამადან დარვიში (ეგვიპტე) - 840
11 ლევან ჟორჟოლიანი - 404
25 ირაკლი ცირეკიძე - 164
35 დავით ლორიაშვილი - 118
49 რევაზ ჩიკოიძე - 72
59 ნოდარ მეტრეველი - 58
73 ზურაბ ზვიადაური - 36
108 დიმიტრი ტურაშვილი - 8

+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი) - 1350
2 კეიჯი სუძუკი (იაპონია) - 848
3 ისლამ ელ-შეჰაბი (ეგვიპტე) - 760
4 მარტინ პადარი (ესტონეთი) - 668
5 აბდულო ტანგრიევი (უზბეკეთი) - 660
17 ზვიად ხანჯალიაშვილი - 360
20 ადამ ოქრუაშვილი - 248
27 ლაშა გუჯეჯიანი - 190
61 ნოდარ მეტრეველი - 40
83 გიგა გუბელაძე - 16

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169364