კალათბურთი

21:27 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ელიაძე “ბათუმი-რსუ”-ს დაუბრუნდა

 

 

ბათუმის საკალათბურთო სკოლის აღზრდილი, ახალგაზრდა ფორვარდი ლევან ელიაძე (13.12.92, 197 სმ, 77 კგ) ერთწლიანი განშორების შემდეგ მშობლიურ კლუბ “ბათუმი-რსუ”-ს დაუბრუნდა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუს” მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, ელიაძემ 2012-13 წლების საკალათბურთო სეზონი სუპერლიგის მონაწილე თსსუ-ში გაატარა, რომელმაც 11 გუნდს შორის ბოლოსწინა, მე-10 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება “ბათუმი-რსუს”, ზღვისპირელები მე-9 ადგილზე გავიდნენ.

2013-14 წლების სეზონისთვის თსსუ სუპერლიგაში აღარ ითამაშებს, ხოლო “ბათუმი-რსუ” იმდენად გაძლიერდა, რომ ერთ-ერთი სინჯის მედლის მოპოვების სერიოზული კანდიდატია.

 

 

0.154556