ფეხბურთი

12:04 | 28.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლევან აკობია რამათ განის ”ჰაპოელში”, ირაკლი ცანავა რევაზ გოცირიძესთან...

ისრაელის ლიგატ ალ-ში (უმაღლესი ლიგა) ორი ქართველი ფეხბურთელი ჩავიდა: 29 წლის მარცხენა მცველი ლევან აკობია მე-11 ადგილზე მყოფ რამათ განის “ჰაპოელში” ისინჯება, 25 წლის ნახევარმცველი ირაკლი ცანავა კი – ბოლოსწინა, მე-15 საფეხურზე მყოფ ფეთაჰ თიკვას “ჰაპოელში”, სადაც რევაზ გოცირიძე ირიცხება. მათი გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი უახლოეს ოთხ დღეში უნდა გაირკვეს, რადგან სატრანსფერო ფანჯარა იკეტება.
“მსოფლიო სპორტი” აკობიას ისრაელში დაუკავშირდა, რომელიც იმედიანად იყო - უფრო დიდი შანსია, დამიტოვონ, რადგან კარგი თვალით მიყურებენო: “სომხეთის “ულისთან” კონტრაქტი დამიმთავრდა და თავისუფალი აგენტი ვარ. გაგრძელება მთხოვეს, მაგრამ ვიუარე, გავრისკე და ისრაელში წამოვედი გასინჯვაზე. 4 დღეა, რაც რამათ განის “ჰაპოელში” ვვარჯიშობ. ზოგადად, აქ ქართველებს კარგი თვალით უყურებენ და მეც თბილად დამხვდნენ გუნდში.”
ერთი კი არის - აკობიას თქმით, თავისუფალი აგენტია და ამ შემთხვევაში, სულაც არაა აუცილებელი, რომ მაინცდამაინც 31 იანვრამდე გაუფორმონ კონტრაქტი – მერეც შეიძლება.  თუმცა, თავად ფეხბურთელმა ასე  გვითხრა... რაც შეეხება ებრაულ შთაბეჭდილებებს, ლევანი თვლის, რომ მთავარი, რაც ისრაელის კლუბებს, როგორც ქართულ, ისე სომხურისგან განასხვავებს, მოსამზადებელი პირობებია: “გაცილებით უკეთესი პირობებია, თორემ ფეხბურთელებს შორის მაინცდამაინც დიდ სხვაობას ვერ ვხედავ. აქ ვვარჯიშობ და ვერ ვიტყვი, სასწაულად გამიჭირდა-მეთქი”.
აკობიასვე თქმით, “ულისეში” მისი ყოფილი თანაგუნდელი თენგიზ უგრეხელიძე, შესაძლოა, იერუსალიმის “ბეითარში” მივიდეს გასინჯვაზე – მთავარია, ვიზის აღება მოასწროსო. ცნობისთვის, იერუსალიმის “ბეითარი” ასევე ლიგატ ალ-ის გუნდია და ცხრილში მე-6 ადგილზეა. უგრეხელიძე ამპლუით მარჯვენა მცველია, ბოლოს “ულისში” თამაშობდა, მანამდე კი, საქართველოს სხვადასხვა კლუბებში უთამაშია და 21-წლამდელთა ნაკრებშიც ყოფილა.
და რაც შეეხება ირაკლი ცანავას, მისი ბოლო კლუბი სომხეთის “მიკა” იყო, საქართველოში კი ბათუმის “დინამოში” თამაშით გვახსოვს.  

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09093