არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლეო მესის მეგობარი გოგო, ანტონელა როკუცო მისივე თქმით, საერთოდ არაა ეჭვიანი ადამიანი. ეს მაშინ, როდესაც არგენტინელ ფეხბურთელს ქალები გუნდ-გუნდად დასდევენ და გასაქანს არასოდეს აძლევენ. მესის სახელზე მისული წერილების რაოდენობას ხომ ნუღარ იტყვით...
ანტონელა როკუცო მაშინაც კი არ ღიზიანდება, როდესაც ლეო მესის შესახებ მრავალი ჭორი ვრცელდება. როგორც იცით, ანტონელას შეყვარებამდე, მესი ”ფლეიბოის” მოდელს, ლუსიანა სალასარის ხვდებოდა და მასზე მთელი 7 წლის უფროს ლუსიანას მხოლოდ როკუცოს გაცნობის შემდეგ დაშორდა. ერთ-ერთმა ესპანურმა ტაბლოიდმა ისიც კი დაწერა, რომ თითქოს მესი კვლავ ლუსიანას დაუბრუნდა, რაც დიდი ტყუილი აღმოჩნდა.
არგენტინელი ვარსკვლავის ამჟამინდელი შეყვარებული, ანტონელა როკუცო, წარმოშობით ქალაქ კორდობადანაა. ლიონელი სწორედ ამ ქალაქში შეხვდა მომავალ სატრფოს და ისე მოიხიბლა მისით, რომ იმწამსვე კატალონიაში უკრა თავი. ლეო მესის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ქალის მიმართ ერთგულებაცაა. როდესაც მესი შეყვარებულია, სხვა ქალებისაკენ არასოდეს იხედება.







