ფეხბურთი

10:17 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლემანმა “შტუტგარტი” უარყო

გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ იენს ლემანმა განაცხადა, რომ მისი და “შტუტგარტის” ხელმძღვანელობის მოლაპარაკების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ბოლო დროს გავრცელდა ხმები, რომ ლემანი კლუბის სპორტულ დირექტორად დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

“არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ჭორი. “შტუტგარტის” წარმომადგენლებთან არც კი მისაუბრია” – უთხრა იენს ლემანმა Bild-ს.

“შტუტგარტი” სპორტული დირექტორის გარეშე ბუნდესლიგის მე-4 ტურის შემდეგ დარჩა. ფრედი ბობიჩს კლუბის ხელმძღვანელობამ თანამდებობა არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო დაატოვებინა.

 

ვასილ მშვილდაძე

თეგებიშტუტგარტი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115279