კალათბურთი

15:33 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლეიკერსს” ბაირონ სკოტი გაწვრთნის

“ლოს ანჯელეს ლეიკერსს” მომავალი სეზონიდან ბაირონ სკოტი გაწვრთნის. ESPN-ის ცნობით, კალიფორნიელებმა გუნდის ლეგენდარულ კალათბურთელთან ოთხწლიანი და 17 მილიონიანი კონტრაქტი შეათანხმეს.

აღნიშნული შეთანხმება თავად სკოტმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ დღეს მოუთმენლად ელოდა:

“შესანიშნავი გრძნობაა. დღეს ჩემი ოცნება ახდა. ყოველთვის მინდოდა, “ლეიკერსის” მწვრთნელი ვყოფილიყავი და მომხდარის დაჯერება ჯერ კიდევ მიჭირს. Dდიდი მადლობა მიჩ კაპჩაკს (გუნდის გენერალური მენეჯერი). ასევე, ჯინი და ჯიმ ბასებს (“ლეიკერსის” მფლობელები), რომლებმაც ეს შანსი მომცეს.” – განაცხადა სკოტმა

შეგახსენებთ, რომ “ლეიკერსის” ხელმძღვანელები მთავარი მწვრთნელის ადგილას ჯორჯ კარლის, ლაიონელ ჰოლინზისა და მაიკ დანლივის კანდიდატურებსაც განიხილავდნენ, მაგრამ არჩევანი სკოტზე შეაჩერეს.

ცნობისათვის, ბაირონი ახალ გუნდში თავის ყოფილ თანაგუნდელს – კობი ბრაიანტს გაწვრთნის.

ლევან გოგოტიშვილი

0.126829