ფეხბურთი

23:14 | 3.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: მარცხი ჰოლანდიასა და თურქეთში

დასრულდა ჰოლანდიის ჩემპიონატის 34-ე ტური, ანუ რეგულარული სეზონი. არნემის “ვიტესმა”ბოლო ტურში “უტრეხტთან” გასვლაზე 1:2 წააგო და მეექვსეზე გავიდა, თუმცა “ჰერენვენთან”, “გრონინგენთან” და “ალკმაართან” ერთად იბრძოლებს ევროპის ლიგაზე გასასვლელი საგზურისთვის. ეს პლეი-ოფის გზით. 

“უტრეხტთან” გურამ კაშია 77-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს და მის ნაცვლად ვაკო ყაზაიშვილი შევიდა. არნემულმა კლუბმა ბოლო ტურები აშკარად ჩააგდო, არადა იყო დრო, როცა ერედივიზიონს ლიდერობდა.  

თურქეთში შოთა არველაძის “ქასიმფაშამ” სტამბულში 1:2 წააგო “ბეშიქთაშთან” და მეექვსე ადგილზეა, ანუ ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ხუთეულში შევიდეს და ევროტურნირების საგზურიც მოიპოვოს.

“ქაისერისფორი” გვიან გამოფხიზლდა: გასვლაზე 4:1 მოუგო “ესქიშეჰირს”, თუმცა გავარდნას ვეღარ დააღწევს თავს. ზურაბ ხიზანიშვილი მენისკის ტრავმის გამო ვერ თამაშობს.  

ბუნდესლიგაში “ვერდერი”-“ჰერტას” მატჩის განაცხადში არ ყოფილა ლევან კობიაშვილი. ბერლინელებმა 0:2 წააგეს და მეათე ადგილზე არიან. ერთი ტური დარჩა და “კობი” “ჰერტა”-“დორტმუნდის” შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც იცით, ეს ლევანის ბოლო თამაში იქნება პროფესიონალურ კარიერაში... იმ “დორტმუნდთან” ჩაატარებს, რომელთანაც გასვლაზე ბრწყინვალედ გაისარჯა და მრისხანე რობერტ ლევანდოვსკი გაანეიტრალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125277