ჭიდაობა

15:48 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლაშხი ძირითად ბადეს დაემშვიდობა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ოლიმპიური თამაშების ფინალისტმა და ევროპის ჩემპიონმა (2011) რევაზ ლაშხმა (60 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქრო-ვერცხლის შანსი პირველსავე წრეში დაკარგა. ოთარ ტატიშვილის გუნდის ლიდერი მოულოდნელად, იაპონელ კაზუმა კურამოტოსთან დამარცხდა (0:5) და ისღა დარჩენია, ამ უკანასკნელის ფინალში გასვლას უგულშემატკივროს, რათა თავად რეპეშაჟში გადაერთოს.

დღესვე, ბუდაპეშტურ ტატამზე 84 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც თამაშდება მედლები. საქართველოს სახელით გიორგი ცირეკიძე (84 კგ) და ვასილ იმერლიშვილი (96 კგ) გამოდიან. იმერლიშვილმა ერთი შეხვედრა უკვე ჩაატარა – ჰოლანდიის ნაკრების წევრ მეჰდი აბასი დაზმირს 55 წამში მოუგო (5:0).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112412