საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) ჩეხური მსოფლიოს თასის ჩემპიონი გახდა და პირად რეიტინგს 100 ქულა შემატა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა ფინალამდე ხუთი მეტოქე ჩამოიცილა: ფინელი ნიკო ტაპიო ნიემელა, მონღოლი ბუუვებაატარ კიშინგბაიარი, ებრაელი გოლან პოლაკი, ფრანგი კლემენტ სზუკიევიჩი და სამხრეთკორეელი იონგ-ჰვან ანი. გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუს დმიტრი შერშანს უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ მეტოქე არ გამოუცხადდა.
დღესვე საქმეში პაატა მერებაშვილი (60 კგ), მინდია ლილუაშვილი, სანდრო იაკობაშვილი, შალვა ქარდავა (სამივე 66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი და ზურაბ ნოზაძეც (73 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩნენ. კვარცხლბეკზე ასვლის შედარებით კარგი შანსი იაკობაშვილს ჰქონდა, რომელმაც საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ოთარ მაღლაკელიძე







