ფეხბურთი

19:12 | 12.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

“ლანელის” “დინამოსთან” მატჩში 5 ფეხბურთელი დააკლდება

ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამოსთან” საშინაო შეხვედრაში უელსის “ლანელის” დისკვალიფიკაციის გამო 5 წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება.
“იმედგაცრუებული ვარ, რომ 5 ფეხბურთელი არ გვეყოლება. მით უმეტეს, მათგან 4 ალბათ ძირითად შემადგენლობაში იქნებოდა”, – განაცხადა “ლანელის” მოთამაშე-მწვრთნელმა ენდი ლეგმა walesonline-თან საუბარში.
კრეიგ მოიზესი, მარტინ ჯაილსი, კრის ჰოლოუეი, კრის ვენეიბლზი და რის გრიფიტსი პირველ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ. მათ გარდა, ტრავმის მიზეზით ვერ ითამაშებს კრის ლიველინი. ჩამოთვლილთაგან ყველაზე დიდი დანაკლისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გრიფიტსია.
მიუხედავად ამისა, ლეგმა განაცხადა, რომ “დინამოსთან” სათამაშოდ მისი ფეხბურთელები თავდაჯერებულნი გავლენ:
“2007 წლიდან მოყოლებული, რაც აქ ვმუშაობ, ყველაზე ძლიერი გუნდი გვყავს. ამიტომ, მომავალ მატჩზე თავდაჯერებული გავალთ”.
თბილისელებთან მატჩამდე “ლანელიმ” ლი სარმანი და ლოიდ გრისტი დაიმატა, რომლებიც გასულ სეზონში “პორტ ტელბოტში” გამოდიოდნენ. ასევე, გუნდის ახალწვეულია ჩად ბონდი, რომლის ყოფილი კლუბი “ნითი” იყო. ჯეიმს სეკერი კი, ახალგაზრდულიდან პირველ გუნდში მიმდინარე ზაფხულში დააწინაურეს.
walesonline-ს ლეგმა ისიც განუცხადა, რომ კლუბში რჩება და მისი მიზანი ტიტულისთვის ბრძოლაა:
“იმიტომ ვრჩები, რომ კლუბში ნიჭიერი ფეხბურთელების დიდი არჩევანი გვაქვს. მომავალ სეზონში ჩვენი უპირველესი ამოცანა ტიტულისთვის ბრძოლაა”.

 

ლაშა თაბაგარი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096825