ფეხბურთი

15:30 | 14.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლამი: “ბევრი ფეხბურთელი ახლახანს შემოგვიერთდა”

გუშინდელი მატჩის შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. მიუნხელენელები დორტმუნდის “ბორუსიასთან” 0:2 დამარცხდნენ.

ლამი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, თომას მიულერი შეცვალა. მსოფლიო ჩემპიონის კომენტარს Goal.com ავრცელებს:

“ბევრი ფეხბურთელი გუნდს ცოტა ხნის წინ შემოუერთდა. ამასთან, რამდენიმე ლიდერი ტრავმის გამო გამოგვაკლდა და ამ ყველაფერმა საქმე ძალიან გაგვირთულა.

სეზონისათვის მზადყოფნას რაც შეეხება, შუა ეტაპზე ვართ და გუნდს ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება.” – განაცხადა გერმანელმა.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მომავალი სეზონი სწორედ “ბაიერნის” თამაშით გაიხსნება. მიუნხენური გრანდი 22 აგვისტოს “ვოლფსბურგს” უმასპინძლებს.

ლევან გოგოტიშვილი

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097972