ფეხბურთი

22:26 | 16.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლამი: “არსენალი” “ბაიერნის” მთავარი საფრთხეა”

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანი ფილიპ ლამი ლონდონის “არსენალთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის წინ აცხადებს, რომ მის გუნდს ფრთხილად ყოფნა მართებს.

“არსენალი”, ამ ეტაპზე, ჩვენი გუნდისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ “ბაიერნს” წილისყრის დროს არ გაუმართლა. “არსენალი” ძალიან სერიოზული მეტოქეა. ამ თამაშს მოუთმენლად ველი.

მიმდინარე სეზონში, “არსენალის” თამაშს თვალს ხშირად ვადევნებ და ეს გუნდი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ლონდონელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან. მათი შემადგენლობა კარგადაა დაბალანსებული. გარდა ამისა, “არსენალი” თავისი საფირმო ფეხბურთის ჩვენებას განაგრძობს. ლონდონელებს თამაშის კონტროლი და მოკლე პასები უყვართ.” – განაცხადა ლამმა Guardian-თან საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12063