ფეხბურთი

13:16 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო”: ტრაპატონი კანდიდატთა შორის

 

რომის “ლაციოს” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ პეტკოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს და პარალელურად ახალ თავკაცს არჩევს.

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ პეტკოვიჩი, რომელმაც “ლაციოს” იტალიის თასი მოაგებინა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს, მაგრამ რომაელებთან მისი თანამშრომლობა უფრო ადრე დასრულდება. ამის მიზეზი სერია A-ს მიმდინარე სეზონში გუნდის წარუმატებელი გამოსვლაა – “ლაციო” 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.

კლუბის პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს ბოსნიელი სპეციალისტი ჯერ არ გაუთავისუფლებია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ კომპენსაციის გადახდისგან თავის დაღწევის გზებს ეძებს.

პარალელურად, პრესაში აქტიურად განიხილავენ პეტკოვიჩის შესაძლო შემცვლელის კანდიდატურებს. სახელდება ედი რეიას, მურატ იაკინის, დომენიკო დი კარლოსა და “ლაციოს” ახაგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ალბერტო ბოლინის გვარები. ახლა ტელეარხმა Sky-მ მათ რიცხვს 74 წლის ჯოვანი ტრაპატონი მიუმატა, რომელიც ირლანდიის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, მიუხედავად ასაკისა, პენსიაზე გასვლას სულაც არ აპირებს.

თავად მწვრთნელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, რომელთა შორის ერთი ისეთი ნაკრებიცაა, რომელიც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114263