ფეხბურთი

19:37 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლაციო” კანდრევას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

იტალიური პრესის ცნობით, რომის “ლაციო” გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ანტონიო კანდრევას ახალ კონტრაქტს და გაზრდილ ხელფასს სთავაზობს.

“ლაციოს” შემტევ ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რომაელები მასთან ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივებასა და ფეხბურთელის ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებენ. ამჟამად, კანდრევა წელიწადში 900 ათას ევროს გამოიმუშავებს. ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ის წლიურად 2 მილიონს მიიღებს და მიროსლავ კლოზეს გაუტოლდება. ამაზე დიდი ხელფასი “ლაციოში” არავის აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112435