დასრულდა საქართველოს პირველობა მკლავჭიდში ვაჟთა შორის, რომელსაც თბილისის ივენთჰოლი მასპინძლობდა.
აღნიშნულ ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. უაღრესად დაძაბული გამოდგა შეჯიბრება აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, რომელიც ასპარეზობის მიწურულს ჩატარდა. ამ წონაში მხოლოდ დანარჩენ წონითი კატეგორიის პრიზიორ სპორტსმენებს ჰქონდათ გამოსვლის უფლება. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ძირითადად 100, 110 და +110 წონითი კატეგორიის მკლავჭიდელები მონაწილეობდნენ. სიურპრიზი შემოგვთავაზა საქართველოს ჩემპიონმა 75 კგ წონით კატეგორიაში ზაზა თაბაგარმა (ჭიათურა). ზაზამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია მომავალ ფინალისტს +110 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონს რეზო ლუტიძეს (თბილისი), მაგრამ მაინც წააგო. სამაგიეროდ, მასზე 50-60 კილოგრამით მძიმე რამდენიმე მკლავჭიდელს მოუგო და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალი აიღო.
უაღრესად დაძაბული გამოდგა ფინალური ორთაბრძოლა, სადაც ერთმანეთს ლუტიძე და 110 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი გენადი კვიკვინია დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კვიკვინიამ მოიგო – 2:1 და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღევანდელი ქართული და არა მარტო ქართული მკლავჭიდის გამოკვეთილი ლიდერია.
ჩემპიონატი ჩატარდა როგორც მემარჯვენეებს, ასევე მემარცხენეებს შორის.
მემარჯვენე და მემარცხენე პრიზიორ სპორტსმეთა სია წონითი კატეგორიების მიხედვით:
მემარჯვენეები
60კგ
- ალექსი ფრეწუაშვილი (მარტყოფი)
- ლაშა კახელაშვილი (თბილისი)
- გელა არაბული (ახმეტა)
65კგ
- რევაზ გოგიაშვილი (ყვარელი)
- ლევან ჯანანაშვილი (კასპი)
- ნიკა მაღლაფერიძე (ქუთაისი)
70კგ
- ალეკო აბუთიძე (ქუთაისი)
- კობა მამამთავრიშვილი (წყნეთი)
- ოთარ თავართქილაძე (ბათუმი)
75კგ
- ზაზა თაბაგარი (ჭიათურა)
- ჯაბა გეთიაშვილი (თბილისი)
- გიორგი თვალაშვილი (თბილისი)
80კგ
- ნიკო მათიაშვილი (მარტყოფი)
- რეზო რუხაძე (რუსთავი)
- დავით სამუშია (ზუგდიდი)
90კგ
- არსენ შოშიაშვილი (მარტყოფი)
- გიორგი დემეტრაშვილი (თბილისი)
- ლევან ბერძენიშვილი (თბილისი)
100კგ
- რაჩო გახარია (თნილისი)
- ვანო კბილაშვილი (თბილისი)
- არჩილ თედორაძე (ქუთაისი)
110კგ
- გენადი კვიკვინია (აჭარა)
- ვასო დათუაშვილი (თბილისი)
- ლევან საგინაშვილი (თბილისი)
+110კგ
- რეზო ლუტიძე (თბილისი)
- მალხაზ ხვედელიძე (რუსთავი)
- აბო რეხვიაშვილი (რუსთავი)
მემარცხენეები
60კგ
- გელა არაბული
- ლაშა კახელაშვილი
- შალვა გაბისიანი (თბილისი)
65კგ
- ვილენ გაბრავა (ხობი)
- ნიკა მაღლაფერიძე
- უჩა ტყეშელაშვილი (ქუთაისი)
70კგ
1. კობა მამამთავრიშვილი
2. ოთარ თავართქილაძე
3. გოგიტა ხიმშიაშვილი (აჭარა)
75 კგ
- ჯაბა გეთიაშვილი
- ზაზა თაბაგარი
- ილია აბუთაშვილი (თბილისი)
80კგ
- გიორგი ალბუთაშვილი (თბილისი)
- გიორგი უბილავა (თბილისი)
- მერაბ კაკაბაძე (აჭარა)
90 კგ
- ირაკლი გამთენაძე (ქუთაისი)
- ლევან ბერძენიშვილი
- არტაკ კობელიანი (ნინოწმინდა)
100 კგ
- გურამ ფაშურიშვილი (თიანეთი)
- საჩო გახარია
- არჩილ თედორაძე
+110 კგ
- გენადი კვიკვინია
- ლევან საგინაშვილი (თბილისი)
- აბო რეხვიაშვილი (რუსთავი)
აბსოლუტური
- გენადი კვიკვინია
- რეზო ლუტიძე
- ზაზა თაბაგარი
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო







