24 წლის ქართველი ნახევარმცველი ლევან კუტალია სეზონის ბოლომდე ქობულეთის “შუქურაში” ითამაშებს. კუტალიასა და გიორგი კაჭკაჭიშვილს დაახლოებით ერთი თვის წინ მოუწიათ “ზუგდიდიდან” წასვლა, რის შემდეგაც კაჭკაჭიშვილმა ხელვაჩაურის “მაჭახელას” მიაშურა, კუტალია კი “შუქურას” დაეხმარება.
“კლუბის პრეზიდენტ რევაზ ჩელებაძეს უმაღლეს ლიგაში სურს გადმოსვლა და მეც ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამ მიზანს მივაღწიოთ. კარგია, რომ “შუქურაში” გადმოვედი, კლუბმა კარგი პირობები შემიქმნა და გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა” – უთხრა კუტალიამ “მსოფლიო სპორტს”.
“შუქურა” პირველი ლიგის A ზონაში მეორე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება ფოთის “კოლხეთს”.







