ფეხბურთი

15:24 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი ლოვრენს არ უშვებს

 

"საუთჰემპტონის" ახალმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა, ხორვატი ფეხბურთელი დეიან ლოვრენი კლუბიდან წასვლის სურვილის გამო გააკრიტიკა და მცველს, წინასასეზონო ვარჯიშებზე მონაწილეობის მისაღებად, დროულად მისვლა უბრძანა.

ჰოლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, ადამ ლალანას, რიკი ლამბერტის და ლუკ შოუს გაყიდვის შემდეგ, საკვანძო ფეხბურთელების დათმობას აღარ აპირებს.

რამდენიმე დღის წინ, თავად ლოვრენმა განაცხადა, რომ "ლივერპულში" მისი ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია და მოლაპარაკებას ნეგატიურს მხოლოდ "საუთჰემპტონის" უარი ხდის.  

"აქაც ჰოლანდიის მსგავსი სიტუაციაა _ ფეხბურთელებს მოთმინების უნარი არ აქვთ და უნდათ დიდ კლუბში მალე გადავიდნენ. ეს ფეხბურთის ნაწილია. ჩვენ ვიცით, რომ "ლივერპულმა" სუარესი გაყიდა და დიდი ფულიც ჩაიგდო ხელში, აქედან გამომდინარე მათ ჩვენი ფეხბურთელის ყიდვის საშუალება აქვთ. კლუბის დირექტორსაც ველაპარაკე, თავად ლოვრენსაც და ყველაფერი გადაწყვეტილი მაქვს. მოვუწოდებ ხორვატ ფეხბურთელს ბელგიაში მოსამზადებელ ეტაპზე დროულად გამოცხადდეს." - აღნიშნა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ "მერსესაიდელებმა" საუთჰემპტონელებს 25 წლის მცველის სანაცვლოდ 20 მილიონი გირვანქა შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133236