8 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტად დავით კვაჭაძე აირჩიეს. წარდგენილი იყო სამი კანდიდატი: დავით კვაჭაძე, ვლადიმერ ახალკაცი და გიორგი კანდელაკი, რომელმაც თავისი კანდიდატურა 28 ნოემბერს მოხსნა. კენჭისყრის დაწყებისთანავე ახალკაცმაც მოხსნა თავისი კანდიდატურა. დარჩენილი კანდიდატი - კვაჭაძე ღია კენჭისყრით 67-დელეგატიანი დარბაზის ერთსულოვანი მხარდაჭერით აირჩიეს. ვიცეპრეზიდენტის პოზიცია პაატა ბურჭულაძის ვაჟმა შუქრი ბურჭულაძემ დაიკავა. აქვე დასახელდნენ და აირჩნენ პრეზიდიუმის წევრები. მათ შორის არიან ირაკლი მელაძე, გურამ ბერიკაშვილი, ირაკლი აბაშიძე...
არჩეული პრეზიდენტი “ქართული ოცნების” თემატური წევრია სპორტის დარგში.
ეკა ლოლუა







