14 თებერვალს ძიუდოს აკადემიაში საქართველოს მოკრივეთა ჩემპიონატის ფინალები გაიმართება და გამარჯვებულები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ჩემპიონატი, რომელშიც ქვეყნის ყველა რეგიონის 90 მოკრივე მონაწილეობდა, 11 თებერვალს დაიწყო.
ტურნირის დასრულების შემდეგ, თებერვლის ბოლოს, ეროვნული ნაკრების წევრები ბორჯომსა და ბაქოში გაივლიან შეკრებებს. ბაქოში გუნდი საერთაშორისო ტურნირზეც მიიღებს მონაწილეობას.
ქართველ მოკრივეებს მაისის მიწურულს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ელით, მსოფლიო ჩემპიონატი კი ოქტომბერში ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ჩატარდება.
კრივში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური წყვილები
49 კგ. დავით ნანავა (ფოთი) – მიხეილ კაზანჯიანი (თბილისი)
52 კგ. სევერიან ჭილაძე (თბილისი) – ავთანდილ ჭუბაბრია (ფოთი)
56 კგ. მერაბ თურქაძე (ქუთაისი) – გიორგი გოგატიშვილი (ფოთი)
60 კგ. ალეკო ლურსმანაშვილი (გორი) – გიორგი გელაშვილი (ქუთაისი)
64 კგ. ლევან შალამბერიძე (ქუთაისი) – ირაკლი ჭინჭარაული (რუსთავი)
69 კგ. ზაალ კვაჭატაძე (თბილისი) – ლევან კაჟაშვილი (თბილისი)
75 კგ. ბექა ხარძიანი (თბილისი) – გიორგი გიორგაძე (თბილისი)
81 კგ. რომან თავაძე (ქუთაისი) – ალექსანდრე დოკვაძე (რუსთავი)
91 კგ. ალექსანდრე კარტოზია (თბილისი) – ირაკლი გვენეტაძე (თბილისი)
+91 კგ. მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი) – გიორგი პურიჭამიაშვილი (თბილისი)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური







