თამაშგარე

11:56 | 10.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

კრესპო ავტოსახელოსნოების გახსნას აპირებს

უბერებელი არგენტინელი ფეხბურთელი - ერნან კრესპო, რომელიც წლევანდელ სეზონში იტალიურ “პარმაში“ ირჯება, ფეხბურთელთა იმ თაობას მიეკუთვნება, რომლებიც ფეხბურთს უპირველესად საკუთარი სიამოვნებისათვის თამაშობდნენ და ფულზე ნაკლებად ფიქრობდნენ. მაგრამ როდესაც კარიერის დასასრული მოახლოვდა, ერნან კრესპო გამოიქექა და დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რას გააკეთებს ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ.

 როგორც კრესპო ამბობს, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ადვილი შესაძლებელია, რომ რომელიმე ბავშვთა გუნდში მწვრთნელად დაიწყოს მუშაობა, თუმცა მწვრთნელობით ფულის შოვნის იმედი არა აქვს და გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი დანაზოგით, იტალიაში არც მეტი, არც ნაკლები, ვულკანიზაცია შეიძინოს და ავტოსახელოსნოების ერთგვარი ქსელი გააკეთოს.

 “ბავშვობაში ბიძაჩემს ჰქონდა პატარა ავტოსახელოსნო და მე ხშირად ვეხმარებოდი ხოლმე. ყოველთვის მაინტერესებდა ეს საქმე. მით უმეტეს, რომ თუკი კარგ ხელოსნებს დაიქირავებ, შემოსავალიც კარგი გექნება. ასე რომ, კარიერის დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილი მაქვს ვულკანიზაციების გახსნა“ – ამბობს უბერებელი ერნანი, რომელიც ჯერ ისევ დარბის მწვანე მინდორზე და ჯერ ისევ ერჩის მუხლი გოლის გასატანად.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08929