ფეხბურთი

15:06 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩი ხორვატების თამაშით კმაყოფილია

ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი პლეი ოფში სტუმრად ისლანდიის ნაკრებთან ფრედ (0:0) დამთავრებული შეხვედრის შემდეგ, თავისი შეგირდების თამაშით კმაყოფილი დარჩა.

“მოედანზე მყოფ ორ გუნდს შორის ხორვატია საუკეთესო იყო. ჩვენ უფრო მეტი საგოლე მომენტები შევქმენით. ისლანდია თავგანწირვით იბრძოდა, განსაკუთრებით თამაშის ბოლოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. იმედია, რომ საპასუხო მატჩშიც ისე ვითამაშებთ, როგორც პირველ შეხვედრაში. ეს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაში უნდა დაგვეხმაროს” – იუწყება კოვაჩის სიტყვებს ფრანგული გამოცემა L'Equipe.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063735