ფეხბურთი

11:56 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიომ შესაძლოა “არსენალთან” ითამაშოს

ინგლისის “ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო აღდგენით პროცესს ასრულებს და უახლოეს პერიოდში მოედანზე დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში, “სუონსისთან” გამართული მატჩისას, 21 წლის ბრაზილიელი ეშლი უილიამსს შეეჯახა და მხარი დაიზიანა. ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.

“კოუტინიოს ყველაფერი რიგზე აქვს და ექიმებმა მას მოედანზე დაბრუნების უფლება მისცეს. ის უკვე მეორე კვირაა საწვრთნელ პროცესში მონაწილეობს” - განუცხადა Sky Sports-ს “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა.

სამაგიეროდ, “არსენალთან”, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს მარცხენა მცველი ხოსე ენრიკე. მას მუხლთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს და ამის გამო უკვე გამოტოვა “ნიუკასლთან” და “ვესტ ბრომვიჩთან” მატჩები. მის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში სავარაუდოდ ალი სისოკო ითამაშებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068855