ფეხბურთი

10:55 | 11.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: “კლასში სხვაობა დიდია”

 

მიუნხენის “ბაიერნთან” ორმატჩიან დუელში 0:4 დამარცხების შემდეგ, ჟურნალისტების წინაშე ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე წარსდგა. იტალიელმა მიუნხენელების მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“რთული მისია გვქონდა და ამას კარგად ვაცნობიერებდით. მიუნხენელებს შემდეგ ეტაპზე გასვლას ვულოცავ. უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში, ისინი ბრწყინვალედ თამაშობენ. წაგება არავის უყვარს, მაგრამ როცა გაცილებით ძლიერ მეტოქესთან გაქვს საქმე, უნდა აღიარო. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, “ბაიერნმა” 2-ჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. აქედან გამომდინარე, ვიცოდით, რომ კლასში სხვაობა დიდი იყო. “ბაიერნი” კოლექტიურადაც და ინდივიდუალურადაც ძალიან ძლიერია. მიუნხენელები წარმოუდგენელ რამეებს აკეთებენ და ყველა ბურთისთვის ბოლომდე იბრძვიან. ასეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში ურთულესია. “იუვენტუსმა” თავისი მაქსიმუმი აჩვენა. გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი. გერმანელებმა კარგი სიზმრიდან გამოგვაფხიზლეს და ახლა, დროა, ჩემპიონატზე მოვახდინოთ კონცენტრირება. ჩვენი მიზანი სკუდეტოს ზედიზედ მეორედ მოგებაა. ეს შესანიშნავი იქნებოდა. უნდა ვაღიაროთ, რომ “ბაიერნმა” ჩვენზე უკეთ ითამაშა. მეეჭვება, ჩვენ მეტის გაკეთება შეგვეძლოს. “ბაიერნი” კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი”, - ციტირებს კონტეს სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113442