ჭადრაკი

3:36 | 23.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

კონსტანტინე ტიგრანს ვერ გაუმკლავდა

ჯერმუკის საჭადრაკო ტურნირის მეშვიდე ტურში, კონსტანტინე შანავამ (2539) სომეხ ტიგრან კოტანჯიანთან (2517) თეთრი ფიგურებით წააგო, რაც ლიდერობის დათმობად დაუჯდა. ქართველი მოჭადრაკე 5.0 ქულით მეორეა, კოტანჯიანი კი მას ერთი ქულით უსწრებს.
4.5 ქულით, შესაბამისად, მეთერთმეტე და მეთექვსმეტე ადგილებზე იმყოფებიან შოთა აზალაძე (2423) და დავით მაღალაშვილი (2469), რომელთაც საკუთარი პარტიები ყაიმით დაასრულეს.
სომხეთში მიმდინარე ტურნირზე მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 27. ბაჩანა მორჩიაშვილი (2394) – 4.0; 35. ნინო ბაციაშვილი (2399) – 3.5; 55. სოფიო გვეტაძე (2330) – 2.5;
ჯერმუკის ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი კი თხუთმეტ ათას დოლარს უტოლდება, საიდანაც ჩემპიონი სამ ათასს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086663