ფეხბურთი

16:05 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი სამ კვირას დაისვენებს

ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” წამყვანი მცველი ვენსან კომპანი ინგლისის პრემიერლიგის რამდენიმე ტურს გამოტოვებს.

The Guardian-ის ცნობით, “ნიუკასლთან” გამართული მატჩისას მიღებული საზარდულის ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და ამის გამო გუნდს დაახლოებით სამი კვირით დააკლდება.

ამრიგად, 27 წლის ფეხბურთელი “კარდიფთან” და “სტოკთან” სტუმრად, ხოლო “ჰალ სიტისთან” საკუთარ მოედანზე გასამართ მატჩებს გამოტოვებს. “ქალაქელთა” ექიმების ვარაუდით, ის გუნდს პრემიერლიგის მეხუთე ტურში, “მანჩესტერ იუნაიტედთან” დერბიში უნდა დაუბრუნდეს. მიუხედავად ამისა, ახლა “სიტი” ახალი მცველის შეძენას მეტი მონდომებით ეცდება, რადგან კომპანის გარდა ტრავმირებულია და დიდი ხნის განმავლობაში ვერ ითამაშებს მატია ნასტასიჩი და მანუელ პელეგრინის ცენტრალური მცველის პოზიციაზე მხოლოდ ლესკოტის იმედი თუ ექნება.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098666