ფეხბურთი

16:38 | 26.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთის” მარცხი და ჩხუბი თურქეთში

 

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ფოთის “კოლხეთმა”, ამხანაგური მატჩი ადგილობრივ “გენჩლერბირლიგისთან” ჩაატარა და 1:2 დამარცხდა.

თურქებმა ანგარიში 33-ე წუთზე გახსნეს, ხოლო ფოთელებმა საპასუხო გოლი 66-ზე გაიტანეს. 75-ე წუთზე, “გენჩლერმა” მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თურქული ინტერნეტგამოცემა sampiy10.gazetevatan.com-ის ინფორმაციით, პირველ ტაიმში, “კოლხეთისა” და “გენჩლერის” ფეხბურთელებმა იჩხუბეს. მხარეებს მთავარი მწვრთნელები აშველებდნენ. საქმეში “გენჩლერის” პრეზიდენტიც ჩაერთო, რომელმაც თურქები დააშოშმინა. საბოლოოდ, თამაში გაგრძელდა და როგორც ზემოთ ვთქვით, თურქების გამარჯვებით დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08524