ფეხბურთი

19:49 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილის მწვრთნელს სჯერა, რომ “ჰერტა” ბუნდესლიგაში არ შერცხვება

 

ბერლინის “ჰერტას” მთავარმა მწვრთნელმა იოს ლუჰუკაიმ განაცხადა, რომ მოახლოებულ სეზონში არავისი ეშინია.

“დიდ პატივს ვცემ ბუნდესლიგის გუნდებს, მაგრამ ჩემი შეგირდებიც საკმაოდ ძლიერები არიან. ბევრი გამოცდილი მოთამაშე გვყავს და არავისი გვეშინია. ცხადია, წლევანდელ სეზონში ბუნდესლიგაში დამკვიდრებას ვეცდებით. შარშან ქვედა ლიგაში შინ არ დავმარცხებულვართ და ეს გამოცდილება ახლაც უნდა გამოვიყენოთ”, – უთხრა ლუჰუკაიმ Kicker-ს.

შეგახსენებთ, რომ ლუჰუკაიმ “ჰერტა” 2012 წელს, ბუნდესლიგიდან გავარდნის შემდეგ ჩაიბარა და მხოლოდ ერთი წელიწადი დასჭირდა ელიტაში დასაბრუნებლად. ის კვლავ ენდობა ჩვენს ლევან კობიაშვილს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც მოიაზრებს.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122483