ფეხბურთი

13:16 | 6.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილის კაპიტნობა ბაბელმა გადაწყვიტა

გერმანული ბუნდესლიგის გასულ ტურში, "კაიზერსლაუტერნ"-"ჰერტას" შეხვედრაში (1:1) ბერლინელთა კაპიტანი ლევან კობიაშვილი გახლდათ. ზოგადად, "ჰერტას" კაპიტანი ანდრე მიატოვიჩია, ხოლო ვიცე-კაპიტანი – კრისტიან ლელი. მიატოვიჩი იმ დღეს სათადარიგოებში აღმოჩნდა, ხოლო ლელი თამაშობდა.
Morgenpost-თან საუბარში ლელმა თქვა: "წესით, მე უნდა გამეკეთებინა სამკლავური, თუმცა მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა გადაწყვიტა, რომ კაპიტანი "კობი" ყოფილიყო".  

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095219