ფეხბურთი

16:42 | 17.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “დორტმუნდში ქულების აღებას ვეცდებით”

 

21 დეკემბერს გერმანიის ბუნდესლიგაში წლის ბოლო ტური ჩატარდება და 24 იანვრამდე შესვენება გამოცხადდება. 21-ში ლევან კობიაშვილის “ჰერტა” დორტმუნდში ითამაშებს იურგენ კლოპის გუნდის წინააღმდეგ და არაა გამორიცხული, 36 წლის ქართველიც ვიხილოთ მოედანზე – ყოველ შემთხვევაში, ბერლინელებს ერთი მარცხენა მცველი დაშავებული ჰყავთ.

“იმედიანად უნდა ვიყოთ. ეს წლის ბოლო მატჩია და დორტმუნდშიც ვეცდებით ქულების აღებას” – თქვა კობიაშვილმა.

ლევანს მიმდინარე ბუნდესლიგაში 3 მატჩი აქვს ჩატარებული, სულ კი – 339.  ჩატარებული თამაშების რაოდენობით, ის მეორე ადგილზეა ბუნდესლიგის ყველა დროის ლეგიონერთა შორის. “ბაიერნის” პერუელ ფორვარდ კლაუდიო პიზაროს 355 მატჩი მოუგროვდა და “კობი” ვეღარ დაეწევა, რადგან გადაწყვეტილია: ქართველი ბოლო სეზონს ატარებს კარიერაში...

აქვე ვთქვათ, რომ “ჰერტა” მეშვიდე ადგილზეა, ხოლო “დორტმუნდი” – მესამეზე. მათ შორის სხვაობა 7 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112896