ჩოგბურთი

13:21 | 15.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

კლეისტერსი ინდიან-უელსს დაემშვიდობა

ავსტრალიის და საფრანგეთის ღია პირველობების შუალედში ყველაზე პრესტიჟული ტურნირები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ინდიან-უელსსა და მაიამიში იმართება. კალიფორნიის შტატის ქალაქ ინდიან-უელსში 5 მილიონ 536 664 დოლარის საპრიზო ფონდის შეჯიბრება სტარტს 7 მარტს აიღებს და ფინალები 17-18 მარტს ჩატარდება. დღეს დილით გავრცელებული ცნობის თანახმად, ინდიან-უელსის ქალთა ტურნირი კიმ კლეისტერსის გარეშე ჩაივლის. ერთ დროს პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგანმა კოჭი იღრძო და თავის უკანასკნელ ინდიანუელსურ შეჯიბრებას დააკლდება. საქმე ისაა, რომ კლეისტერსმა მიმდინარე სეზონის ჩამთავრებისთანავე აქტიური სპორტული კარიერის დასრულების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. 

“ჩემი უმთავრესი საამსეზონო ამოცანა “როლან გაროსზე” წარმატებით გამოსვლაა. ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთის ღია პირველობაზე კარგი თამაში არა და არ გამომდის, ამიტომაც, ყოველმხრივ შევეცდები, საუკეთესო ფორმა “როლან გაროსის” სტარტის წინ ავკრიბო”, - აცხადებს კიმი.
შეგახსენებთ, ინდიან-უელსის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი აწ უკვე რეიტინგსიის მეოთხე ნომერი კაროლინ ვოზნიაცკია. თუკი დანიელმა ჩოგბურთელმა კალიფორნიაში ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა, დიდი ალბათობით, კლასიფიკაციაში დაქვეითდება. შარშანდელ ფინალში კი კაროლინმა 6:1, 2:6, 6:3 ფრანგი მარიონ ბარტოლი დაამარცხა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.183015