27-28 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში მდებარე ხელოვნულ კლდეზე გაიმართა თბილისის ღია ჩემპიონატი კლდეზე ცოცვაში. შეჯიბრის პარალალურად ასევე ჩატარდა გრიგოლ გულბანის მემორიალიც.
ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენების გარდა აზერბიაჯანელი მეკლდეურებიც მონაწილეობდნენ. ორდღიანი ასპარეზობის შემდეგ ქალთა შორის საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
რთული ცოცვა: 1. თამარ მელაძე 2. ნუცა ხუციშვილი 3. ანა შაქარაშვილი.
სწრაფი ცოცვა: 1. ნუცა ხუციშვილი 2. მარიანა იოსელიანი 3. თამარ მელაძე.
ვაჟთა შეჯიბრის გამარჯვებულები:
რთული ცოცვა: 1. გუგა დაბრუნდაშვილი 2. გიორგი გაბულდანი 3. ლაშა მითაიშვილი.
სწრაფი ცოცვა: 1. გიგა ჯანხოთელი 2. გუგა დაბრუნდაშვილი 3. ლაშა მითაიშვილი.
14 წლამდე მოზარდთა შესარჩევ ტურნირში გოგონებს შორის პირველობა არავის დაუთმო ნიცა თვაურმა, ვაჟთა შორის კი ნიკა იოსელიანმა იმარჯვა.
შეჯიბრის მაყურებელი განსაკუთრებული აღფრთოვანებით და ოვაციით შეხვდა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე სპორტსმენებს. უსინათლო დათო ყვირილიანმაც და პატარა ბარბარე ხარჩილავამაც ტრასა ბოლომდე დაასრულეს. მათი გამოსვლა კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ უსაზღვროა ადამიანის შესაძლებლობები. ამ გამარჯვებისთვის, ყვირილიანმა პრიზად ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ლოცვანი მიიღო.
გრიგოლ გულბანის პრიზი თამარ მელაძესა და გუგა დაბრუდნაშვილს გადაეცათ.







