სხვა

16:16 | 9.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

კიუშიუ ბაშოს მოლოდინში...

ცნობილი გახდა ნოემბრის ბაშოს სასტარტო დღეების განრიგი. შეგახსენებთ, რომ კიუშიუს ტურნირს 11-25 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ფუკუოკას “კოკუსაი სენთერი” უმასპინძლებს და მასში ორი ქართველი სეკიტორი – ტოჩინოშინი და გაგამარუ იასპარეზებს. ცხადია, დოჰიოზე ვეღარ ვიხილავთ ქართული სუმოს პიონერ კოკაის, რომელმაც მოძალებული ტრავმების გამო, პროფესიული კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
მომავალი ბაშოს საწყის დღეს (შიო-ნიტი) ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი სეკივაკე მიოგირიუს შეერკინება. ბოლო მონაცემებით ქართველი გოლიათის სიმაღლე 192 სმ-ია, წონა კი – 162 კგ. იმასაც შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ნოემბრის სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირას წოდებით ხვდება და კვლავ კომუსუბის წოდების დასაბრუნებლად იბრძოლებს. ბაშოს მე-2 დღეს ლევანის მეტოქე სეკივაკე გოეიდო იქნება.
აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ კვლავაც უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე სეკიტორად რჩება. იგი წონაში 212 კგ-ია, სიმაღლეში კი – 188 სმ. გახლავთ. გაგამარუ კიუშიუ ბაშოს სასტარტო დღეებში ჯერ მე-6 მაეგაშირა ტოიონოშიმას დაუპირისპირდება, შემდეგ კი ასეთივე წოდების მქონე – კიოკუტენჰოს.
დასასრულ, ფუკუოკას ტურნირის ფავორიტებზეც ვთქვათ. მონღოლი იოკოძუნები ჰაკუჰო და ჰარმაფუჯი, შესაბამისად, კომუსუბებს – ამინიშიკის და ჰომაშოს გაეჯიბრებიან, ოძეკები – კაკურიუ, კისენოსატო, კოტოშოგიკუ, კოტოოშუ და ბარუტო კი ამავე თანმიმდევრობით, სკეივაკე გოეიდოს, პირველ მაეგაშირა ოკინოუმის, პირველ მაეგაშირა ტოჩიოძანს, მე-2 მაეგაშირა შოჰოძანს და მე-2 მაეგაშირა კაისეს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162594