სხვა

22:10 | 17.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

კისენოსატო ყველაზე პოპულარულია

გამოკითხვაში, რომელსაც პროფესიული სუმოს ყველაზე პოპულარული მოქმედი სუმოისტები უნდა გამოევლინა, სამივე ქართველი სეკიტორი - გაგამარუ, ტოჩინოშინი და კოკაი მოხვდა, პირველი ადგილი კი ოძეკი კისენოსატოს ერგო.
გამოკითხვა უძველესმა იაპონურმა სპორტულმა გაზეთმა “ნიკან სპორტმა” ჩაატარა და მასში მონაწილეობა 940-მა ადიამიანმა მიიღო. მათგან 123-მა (14%) მხარი იშვიათ ტალანტად მონათლულ 25 წლის იაპონელ კისენოსატოს დაუჭირა, მეორეზე მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო (81, 8.5%) გავიდა, მესამეზე კი – კომუსუბი ამინიშიკი (72 ხმა).
ერთგვარ რეიტინგში მომდევნო ადგილები ასე გადანაწილდა: ოძეკი კაკურიუ (61), ჰომაშო (50), შიოჰოძანი (47), ოძეკი კოტოშოგიკუ (32), მიოგირიუ (31), ყველაზე მსუბუქი სეკიტორი ტაკანოიამა (30), ოძეკი ბარუტო (29), ოძეკი კოტოოშუ (26), სეკივაკე გოეიდო (25), სეკივაკე ტოიონოშიმა (24), ოკინოუმი (22), ოძეკი ჰარუმაფუჯი (21), ზაფხულის ტურნირის გამარჯვებული კიოკუტენჰო, იკიოი, ტაკამისაკარი (ყველა – 19), ჩიონოკუნი (18), ვაკანოსატო (17), ტაკაიასუ (13), ტოსაიუტაკა (12), ტამაასუკა, კოტოიუკი (ორივე – 8), გაგამარუ, ვაკაკოიუ, კიტაჰარიმა (ყველა – 7), ტოჩიოძანი, მიაბიამა (ორივე – 6), ტოჩინოშინი, კაისეი, სოტაირიუ (ყველა – 5), ტოიოჰიბიკი, ტაკეკაძე, კიტატაიკი, ტოკიტენკუ, ფუჯიაძუმა, საგაცუკასა, კოკაი (ყველა – 4).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08537