ფეხბურთი

18:54 | 20.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

კიევის “არსენალის” პრეზიდენტი: “ჩემთვის საფეხბურთო ფენომენი კობახიძე გახდა”

უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ კიევის “არსენალის” პრეზიდენტ ვადიმ რაბინოვიჩისთვის მიმდინარე სეზონში საფეხბურთო ფენომენი ქართველი ლეგიონერი ალექსანდრე კობახიძე გამხდარა.
“უდავოა, ჩემთვის საფეხბურთო ფენომენი კობახიძე გახდა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა ჭეშმარიტება – ფეხბურთელი რომ “გაიხსნას”, მას თამაშის საშუალება უნდა მისცე. ისტორიამ არაერთი მაგალითი იცის, როდესაც ნიჭიერმა ბიჭებმა საკუთარი შესაძლებლობები იმიტომ ვერ წარმოაჩინეს, რომ მწვრთნელი არ ენდობოდა. კობახიძე ხან ერთ გუნდში ისინჯებოდა, ხან მეორეში და საბოლოოდ, ჩვენთან ათამაშდა”, – განაცხადა რაბინოვიჩმა რუსულ ინტერნეტ-გამოცემა championat.com-თან საუბარში.
კობახიძემ გასულ სეზონში “არსენალში” მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, ხოლო მიმდინარეში შეხვედრა არ გამოუტოვებია და 10 მატჩში ორი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინათ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ კობახიძე საინტერესო ფეხბურთელია. შეგახსენებთ, რომ 24 წლის ნახევარმცველი ქეცბაიას ლატვიასთან და მალტასთან შესარჩევი მატჩებისთვის ჰუავდა გამოძახებული.

 

ლაშა თაბაგარი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174212