ფეხბურთი

13:21 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი ორი კვირა იუქმებს

 

იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" მცველ ჯორჯო კიელინის ტრავმის გამო ორი კვირა უქმად ყოფნა მოუწევს.

როგორც ფრანგული L"equipe იტყობინება, კიელინის მარჯვენა ფეხის ბარძაყის ტრავმა აწუხებს და ორი კვირის განმავლობაში სარეაბილიტაციო პროცესს გაივლის.

აღნიშნული დაზიანების გამო, კიელინი იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩს "უდინეზესთან" და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას "მალმიოსთან" გამოტოვებს. იტალიელი მცველის მონაწილეობა "მილანის" წინააღმდეგ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112125