ბელარუსის პრემიერლიგაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. საუბარია, გიორგი მაღალდაძეზე, რომელიც ბობრუისკის “ბელშინაში” ჩაირიცხა. ამის შესახებ ბობრუისკელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
1994 წელს დაბადებული მაღალდაძე ამპლუით ნახევარმცველია. “ბელშინაში” მისი დებიუტი უკვე შედგა. ბელარუსის პრემიერლიგის მე-19 ტურში, შინ მოგილიოვის “დნეპრთან” 0:0 დასრულებულ მატჩში, მაღალდაძე “ბელშინას” რიგებში 85-ე წუთზე გამოჩნდა.







