კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი თავის სატრფოს, 37 წლის დანიელა სემანს საჯაროდ უხდის მადლობა იმის, გამო, რომ საკმაოდ რთულ ასაკში მოინდომა სპეციალური თერაპიული მკურნალობის გავლა არ დაიზარა და სესკს შვილი – ლია ფაბრეგასი აჩუქა.
მრავალი ევროპელი წყვილის მსგავსად, სესკი და დანიელა მხოლოდ გელფრენდ-ბოიფრენდებად ითვლებიან და ევროკავშირის რთული საქორწინო კანონმდებლობის გამო, ოფიციალურად დაქორწინებას არ აპირებენ. ეს მაშინ, როდესაც წყვილი უკვე ოთხი წელია, რაც ერთად ცხოვრობს.
ჯერ ერთი თვეც არ არის, რაც სესკ ფაბრეგასი და მისი სატრფო მშობლები გახდნენ და როგორც ესპანური პრესა წერს, მრავალი ქართველი მამის მსგავსად, სესკი უკვე შვილით ტრაბახობს. მასავით ახალი მამისთვის – ვიქტორ ვალდესისათვის, ფაბრეგასს თურმე გული გადაუშლია და უთქვამს, რომ ასეთი ბედნიერი მაშინაც კი არ იყო, როდესაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა.







