ფეხბურთი

12:14 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კიაერი “ლილში” მიდის

დანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სიმონ კიაერი დღეს ან ხვალ ფრანგულ “ლილთან” კონტრაქტს გააფორმებს.

L’Equipe-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი უკვე საფრანგეთშია, სამედიცინო შემოწმებას გადის და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

კიაერი “ვოლფსბურგის” საკუთრებაა და გასულ სეზონში ბუნდესლიგის 22 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მას გერმანულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება და გუნდის გამოცვლის სურვილიც თავად გამოთქვა. ფრანგებს ეს ტრანსფერი 2 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114491