აშშ-ში, ნიუ-იორკის მარშალის სახელობის საჭადრაკო კლუბში გამართული ყოველწლიური რიგით 95-ე ჩემპიონატი ქართველმა დიდოსტატმა მიხეილ კეკელიძემ (2573) მოიგო, რომელმაც 9 ტურში 7 ქულა მოაგროვა.
ქართველმა მოჭადრაკემ 6 პარტია მოიგო, ორი ფრედ დაასრულა, ერთხელ კი მარცხი განიცადა. მეორე ადგილზე კრისტოფერ ვუ (2174) გავიდა 6.5 ქულით, ხოლო მესამე პოზიცია კი ალექსანდრ ოსტროვსკის (2405) ერგო 6.0 ქულით.
კეკელიძემ, რომელსაც ტურნირზე პირველი რეიტინგი გააჩნდა, საპრიზო ფონდიდან 2 ათასი დოლარი მიიღო.







